გურიაში კვლავ თოვს.
როგორც “გურია ნიუსს” ავტოსადგურ შპს “აისის” უფროსმა შაკო ორაგველიძემ განუცხადა, ამ დროისთვის შიდა სასოფლო გზებზე გადაადგილება დიდთოვლობის გამო შეუძლებელია.
“სასოფლო შიდა სარეისო ავტობუსები არსად არ მუშაობს. დიდთოვლობის შედეგად სოფლებში ტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელია. ეს არის სტიქია. ცენტრალური გზები დღეს შედარებით გაწმენდილია და მუშაობენ ამ წუთებშიც, მაგრამ იმ გზამდე, ადამიანი როგორმე ხომ უნდა მივიდეს?”_ ამბობს შაკო ორაგველიძე.
ავტორი