სეისმოლოგიური ცენტრის მიერ გავრცელებული თავდაპირველი ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ გურიაში მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი ოზურგეთში, სოფელი ვაკიჯვარში დაფიქსირდა.
აქტივობამ 4.5 ბალი შეადგინა.
თუმცა დაზუსტებული ინფორმაციით, მიწისძვრის ბიძგები, რომელიც გურიაში იგრძნეს დაბა ხულოდან 17 კილომეტრში, ხოლო დაბა ბახმაროდან კი 3 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა.
სეისმურმა აქტივობამ 4.3 ბალი შეადგინა.