გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ „გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ შაბათს დღის პირველ ნახევარში ღრუბლიანი ამინდი იქნება და შესაძლებელია მცირე წვიმა, მაგრამ აღდგომის ღამეს ნალექი მოსალოდნელი არ არის.
„შაბათს დღის პირველ ნახევარში ღრუბლიანი ამინდი იქნება და შესაძლებელია მცირე წვიმა. ღამით არ იწვიმებს და აღდგომის ღამეს უნალექო, გრილი ღამე იქნება.
2 მაისიდან – 4 მაისის ჩათვლით, უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურამ ამ დღეების განმავლობაში, შესაძლებელია, მიაღწიოს 28-30 გრადუსს.
5 მაისიდან 7 მაისის ჩათვლით იწვიმებს და ჰაერის ტემპერატურა 16-18 გრადუსამდე დაიკლებს“,_ გვითხრა გვაზავამ.