აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, მავნებლის წინააღმდეგ თვრამეტი ერთეული სპეცტექნიკა იმუშავებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა და გურიის გუბერნატორმა, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს მავნებელთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა გააცნეს.
საუბრისას, მავნებელთან ბრძოლაში მოსახლეობის ჩართულობისა და ინფორმირებულობის მნიშვნელობასაც გაესვა ხაზი – “აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, გურიის რეგიონში 18 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა იმუშავებს. აქედან შვიდი – ოზურგეთში, ხუთი – ლანხუთში, ოთხი – ჩოახატაურში, ორი სატრაქტორე აგრეგატი კი საყანე ფართობების დასამუშვებლად გამოიყენება”.
უწყებაში აცადებენ, რომ მუნიციპალიტეტების მასშტაბით, შეიწამლება და თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტერიტორიები და სოფლების ტერიტორიები.
რაც შეეხება ტყისპირა ზოლებს, აქ ატიურად გამოიყენებენ მექანიკური ბრძოლის საშუალებას, რითაც დასახლებულ ტერიტორიებზე ტყიდან მავნებლის გავრცელება აღიკვეთება.
სტატია მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.