აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის წარდგენის მიზნით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის სპეციალისტები და სახელმწიფო რწმუნებული გურიაში ზურაბ ნასარაია, სიმინდის მასივების მფლობელ ფერმერებს შეხვდნენ.
საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ, შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფოს მიერ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, 2019 წელს დაგეგმილი და უკვე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაცია სპეციალისტებისაგან მიეღოთ. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლისას მაქსიმალური ეფექტის მისაღებად აუცილებელია ფერმერებისა და მოსახლეობის ჩართულობა.
დაინტერესებულ პირებს ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.parosana.ge-ზე და მოკლე ტექსტური გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყებისა და განხორციელების ვადებზე.
ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში გამართულ სამუშაო შეხვედრას, ფერმერებთან ერთად, მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
(R)