ქალაქ ფოთის სამკერვალო ფაბრიკაში კორონავირუსი რამდენიმე ათეულ ადამიანს დაუდასტურდა. “ბათუმელების“ ინფორმაციით, კორონავირუსი 116 თანამშრომელს აქვს.
“გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნულ ფაბრიკაში ლანჩხუთის და ოზურგეთის მცხოვრებლებიც არიან დასაქმებული.
გურიის გუბერნატორის ზურა ნასარიას ინფორმაციით, გურიაში ახალი კლასტერი გაჩნდა.
“ზუსტ ინფორმაციას მოგვიანებით გეტყვით, მინდა ვთქვა, რომ რამდენიმე ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. 20 პასუხს ველოდებით. მათ აქვთ ის სიმპტომები, რაც აქვს კორონავირუსს“, _ გვითხრა ზურა ნასარაიამ.
ზურა ნასარიას თქმით, მიმდინარეობს იმ ადამიანების სიის დადგენა, რომლებსაც შეხება ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულებთან.