სტიქიამ გურიას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
ძლიერი წვიმის შედეგად ეზოები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა, რთული ვითარებაა ურეკსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წყალწმინდა, ტაბანათი, ღრმაღელე და გრიგოლეთი დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, საყანე ფართობები, დაზიანდა შიდასასოფლო გზები. რამდენიმე მონაკვეთზე ჩამოწოლილია მეწყერი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიას სერიოზული ზიანი არ მიუყენებია. ,,სალიკვიდაციო სამუშაოები დაწყებულია, შექმნილია შესაბამისი ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც ადგილზე არის გასული და სწავლობს იქ არსებულ სიტუაციას, დაზარალებულებს გაეწევათ შესაბამისი დახმარება“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში გიორგი ურუშაძემ.
(R)