საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას 52 წელი შეუსრულდებოდა. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მოადგილეებთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან, სსიპ “სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო”-ს ოზურგეთის მუნიციპალური განყოფილების, აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო და საფლავი ყვავილებით შეამკო.
ზაზა დამენია 2004 წლის 16 აგვისტოს, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა.
მას „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“ ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა.
|
Developed By Web Features 2024 © All rights reserved