გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოქალაქეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
,,დამდეგი ახალი წელი მივულოცეთ ოზურგეთის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებს, ასევე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოვინახულეთ ქალბატონი ნუნუ ანდღულაძე, რომელიც 2023 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გახდა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, როგორც ახალმოსახლეობა, ასევე, დამდეგი ახალი წელი მივულოცეთ თამარ კირცხალიას ოჯახს, რომელიც 2023 წლის 8 სექტემბრის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალდა და დაექვემდებარა გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანას. საქართველოს პრემიერ – მინისტრის გადაწყვეტილებით, მათ უკვე ჩაერიცხათ შესაბამისი კომპენსაცია და შეიძინეს ახალი საცხოვრებელი სახლი. მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დამდეგი ახალი წელი და ჩვენს ყველა თანამოქალაქეს ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა”,- აღნიშნა გიორგი ურუშაძემ. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved