გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართეს, რომელიც მსოფლიო რაგბის გრანტის ფარგლებში ხორციელდება.
პროგრამის მიზანია გურიის რეგიონში რაგბში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა, განსაკუთრებით 11 დან 13 წლამდე მოზარდების, რომლებიც შემდგომში განავითარებენ საკლუბო რაგბს. შეხვედრას მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრი გია კობახიძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved