გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ტექნიკის მაღაზიები და სილამაზის სალონები იკეტება.
გურიის გუბერნატორის, ზურაბ ნასარაიას თქმით:
„რეკომენდაციები გავეცით ტექნიკის მაღაზიებთან დაკავშირებით, ნაწილი მათგანი გუშინვე დაიკეტა და ნაწილი მათგანი დაიკეტება დღეს. ჩართულია ყველა სტრუქტურა, რომელიც მუშაობს რეგიონალურ საკოორდინაციო საბჭოში, მათ შორის მუნიციპალური სამსახურები, ზედამხედველობის სამსახური და ყველა ის ორგანო, რომელიც აუცილებელია მონაწილეობს ამ პროცესში. იყო შემთხვევები, როდესაც თავს იკავებდნენ მაღაზიის მფლობელები დაეკეტათ მაღაზიები, მაგრამ რეკომენდაციების გაცნობის შემდეგ, ისინი დათანხმდნენ ჩვენს წინადადებას“.