გურიაში სოფლების ნაწილი კვლავ უშუქოდ არის დარჩენილი.
“ამ დროსთვის გურიაში აბონენტების უმრავლესობას ელ. ენერგია მიეწოდება. ავარიულ შემთხვევებზე დილიდან მუშაობს კომპანიის ტექნიკური სამსახური. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ელ.ენერგია არ მიწროდება სოფელ ორაგვესა და ზემო ჩიბათს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ნაწილობრივაა გათიშული სოფლები ნარუჯა, კონჭკათი, ასკანა და მიმდებარე ტერიტორიები. რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს აქ ელ. ენეგია არ მიეწდოება კოხნარის, ბახმაროს, ნაბეღლავისა და ზოტის ადმინისტრაციულ ერთეულებს . ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკური სამსახური აქტიურად აგრძელებს აღდგენით სამუშაოებს , რათა ყველა აბონენტს მიაწოდოს ელ.ენერგია. სავარაუდოდ, დღის პირველ ნახევარშივე დაიწყება ეტაპობრივად გათიშული აბონენტების აღდგენა”,_ გვითხრა ენერგოპრო ჯორჯიას პრესსამსახურში ბექა რომანაძემ.