გუშინ ძლიერმა წვიმამ და ქარმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სერიოზული პრობლემები შემქნა. რამდენიმე სოფელში მეწყერია ჩამოწოლილი. ძლიერმა ქარმა დააზიანა კერძო საცხოვრებელი სახლების სახურავები. დაიტბორა საყანე ფართობები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, დამეწყრილი გზების გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.