გურიის რეგიონში სტიქიით დაზარალებულთათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საამზომველო სამუშაოებს ახორციელებს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით გურიის მუნიციპალიტეტებში მიწის სისტემური რეგისტრაციის აქტიური სამუშაოები 2024 წელს უნდა განხორციელებულიყო. თუმცა მიმდინარე წლის სექტემბერში რეგიონში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო სააგენტოს 55 ამგეგმავი 13 დეკემბრიდან ახორციელებს საამზომველო სამუშაოებს. მიმდინარე სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე ადგილზე გაეცნენ. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved