მეორე დღეა გურიაში გადაუღებლად თოვს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, დაბის ცენტრში ამ დროისთვის თოვლის საფარი 60 სანტიმეტრს აღემატება. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, თოვა დღის განმავლობაში გაგრძელდება. ხვალიდან კი სინოპტიკოსები გამოდარებას ელოდებიან.