გურიაში სუსტ წვიმიან დღეებს და ჰაერის ტემპერატურის 37 გრადუსამდე გაზრდას ელოდებიან. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
„დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება მოსალოდნელი არ არის. ჰაერის ტემპერატურა იქნება +30 გრადუსი ხუთშაბათის ჩათვლით. ხვალ დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდება და 15 ივლისის ჩათვლით იწვიმებს.
16 ივლისიდან ხულოს ტერიტორიაზე წარმოიშობა ნალექის ღრუბელი, შემოვა ოზურგეთის ტერიტორიაზე, იწვიმებს და შედეგ გადავა იმერეთში“,_ გვითხრა გვაზავამ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსის თქმით, 16-იდან 18 ივლისის ჩათვლით ტემპერატურა იმატებს ცალკეულ რაიონში, შესაძლოა, დაფიქსირდეს 36-37 გრადუსი. 19-20 ივლისს კი 35-იდან 37 გრადუსამდე დაფიქსირდება.