გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, არჩილ მჟავიას მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში 76 ადამიანი რჩება.
„თვითიზოლაციაში ჩოტახაურში რჩება 9 პირი, ოზურგეთში – 30 და ლანჩხუთში – 37 პირი. ამ დროისთვის (მონაცემები ჩაწერია 17:25 წუთზე) 15-მა ადამიანმა დატოვა თვითიზოლაცია. გურიიდან კარანტინის ზონაში 15 პირი რჩება,“_ გვითხრა არჩილ მჟავიამ.
არჩილ მჟავიას თქმით, ყოველდღე მიმდინარეობს დაკვირვება თვითიზოლაციაში მყოფ პირებზე.
„მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი პრობლემის გარეშე მიმდინარეობს,“ _ აღნიშნა არჩილ მჟავიამ „გურია ნიუსთან“ სატელეფონი საუბრის დროს.