გურიაში თვითიზოლაციის რეჟიმი ექვმა ადამიანმა დატოვა. აღნიშნული განცხადება „გურია ნიუსთან“ გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, არჩილ მჟავიამ გააკეთა.
„გურიაში 18 საათის მონაცემებით, არის საიზოლაციო სივრცეში მოთავსებული 96 ბენეფიციარი. ჩოხატაურში -16, ოზურგეთში-30 და ლანჩხუთში – 50. კარანტინში დარჩენილია 16 ადამიანი. თვითიზოლაცია დღეს დატოვა 6-მა ადამიანმა, აქედან 4-მა ოზურგეთში და 2-მა ლანჩხუთში“,_ თქვა მჟავიამ.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ამ დროისთვის, საიტ stopcov.ge-ზე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 79 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება -4346, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247 ადამიანი.