პოლიციამ გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.
“გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული ჯ.ჯ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. პოლიციამ, ჯ.ჯ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო: კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ვინჩესტერის ტიპის სანადირო თოფი, მჭიდი და 20 საბრძოლო ვაზნა.
ამავე დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული ზ.ღ. დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ორლულიანი სანადირო თოფი, რევოლვერი და 15 საბრძოლო ვაზნა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”,_ ნათქვამია უწყების განცხადებაში.