სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენლის დავით გუმბარიძის ინფორმაციით, მეზობელ სოფელში ვერტმფრენის ჩართვაა არის საჭირო.
მისივე თქმით, გადარჩენის მიზნით, მოქალაქე სიმაღლეზეა ასული და მისი ჩამოყვანა ვერ ხერხდება. მისივე ინფორმაციით, ვერტმფრენი უკვე გამოძახებულია.
„წვიმა გრძელდება, მატულობს წყლის დონე და თუ ასე გაგრძელდა, არ ვიცი რა გვეშველება. ვერტმფრენის ჩართვა მეორე სოფელში არის საჭირო. ადამიანი, რომელიც სიმაღლეზეა ასული ე.წ. „ვიშკაზე“, ჩამოყვანა ვერ ხერხდება, მდინარის პირას არის, მანქანა წყალმა გასტაცა და ვერტმფრენის ჩართულობის გარეშე ვერ გამოგვყავს. მე როგორც ვიცი, ვერტმფრენი გამოძახებულია თბილისიდან და ელოდებიან წუთი წუთზე”, – განაცხადა ლანჩხუთის მერის წარმომადგენელმა სოფელ სუფსაში დავით გუმბარიძემ.