“სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის გამოფენა- კონფერენციაზე გურიის ორი მასწავლებელი ნინო ხავთასი და ლალი სიჭინავა წლის წარმატებულ მასწავლებლებად დასახელდა. გილოცავთ, _ წერს სოციალურ ქსელში ჩიბათის სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა.
ნინო ხავთასი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, წყალწყმინდის საჯარო სკოლის პედაგოგია, ლალი სიჭინავა კი ცხემლისხდის საჯარო სკოლის დირექტორი და ამავე სკოლის პედაგოგია.
“სამი წელია უკვე სამოქალაქო განათლებას ვასწავლი სკოლის მოსწავლეებს. ჩემთვის უმთავრესია, რომ, რაც შეიძლება მეტად აქტიურ და პასუხისმგებლიან ადამიანებად ჩამოყალიბდნენ ბავშვები“, _ გვითხრა ლალი სიჭინავამ.
არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ინიციატივები/”მომავლის თაობა” წლებია ატარებს მსგავს დაჯილდოებას.
წელს, გურიიდან სამოქალაქო განათლების საუკეთესო პედაგოგებად ლალი სიჭინავა და ნინო ხავთასი დასახელდნენ.