https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გურიის ამომრჩეველი საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ”

12:38; 11.10.2024
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საპარლამენტო არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. გურიაში წინასაარჩევნო შეხვედრებს მმართველი პარტია და ოპოზიცია თითქმის ყოველდღე ატარებენ.

“გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი შარაშიძე “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ გურიაში წინასაარჩევნო შეხვედრების ჩატარებაში დაბრკოლება არ აქვთ:

“მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო გარემო სამართლიანია _ “ოცნებას” არჩევნების გაყალბების პროცესი დიდი ხნის წინ აქვს დაწყებული, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ამომრჩევლის დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სოციალური დახმარებისა თუ საჯარო სამსახურის დაკარგვით დამუქრება არის თუ არა არჩევნების წინასწარ გაყალბება? რა თქმა უნდა, არის, რადგან სახეზეა მოქალაქის თავისუფალ ნებაზე უხეში ზემოქმედება.

“ოცნების” მიერ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მიტაცება და პარტიულ ვერტიკალზე დაქვემდებარება, ასევე, სისტემური პოლიტიკური კორუფცია, საიდანაც ხდება მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის დაფინანსება, არის თუ არა არჩევნების გაყალბების მცდელობა? რა თქმა უნდა არის.

სულ ახლახან ვიხილეთ სუს–ის მიერ დადგმული მორიგი უნიჭო სპეცოპერაცია გურიაში, თითქოს პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ–ერთმა პირმა დატოვა. სინამდვილეში ეს ადამიანი ბოლო წლებია საერთოდ არ მონაწილეობდა პარტიულ საქმიანობაში. ასეთი დეზინფორმაციებისა და ყალბი ამბების გავრცელებით ცდილობს “ოცნება” ძალაუფლების გახანგრძლივებას, რაც არ გამოუვათ, რადგან ხალხი ყველაფერს ხვდება!”

კითხვაზე, კონკრეტულად რა საკითხების მოგვარებას ითხოვს ამომრჩეველი პოლიტიკოსებისგან, ამ კითხვაზე შარაშიძე გვპასუხობს:

“ამომრჩეველს ძირითადად საბაზისო პრობლემების მოუგვარებლობა აწუხებთ. გურიის სოფლების უმრავლესობას ჯერ კიდევ არ აქვს სასმელი წყალი, ბევრი სოფელი საბავშვო ბაღისა და საშუალო სკოლის გარეშეა დარჩენილი და ბავშვებს კილომეტრების გავლა უწევთ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ ყველაზე დიდ სოფელს _ ნატანებს, სადაც ასზე მეტი ბავშვია, ბაღი არ აქვს, სოფელ გურიანთაში კი “ოცნების” დეპუტატის ოჯახის წევრის კომპანიამ მილიონ ორასი ათასი ლარი გაფლანგა და როცა ივლისში ბაღის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო, ჯერ კიდევ არაფერია გაკეთებული. ასე იფლანგება ხალხის ფული, რასაც ჩვენი გუნდი წერტილს დაუსვამს და კორუფციას ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის.

ასევე, ჩვენი საარჩევნო პროგრამის ნაწილია კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება _ მომდევნო ოთხ წელიწადში ყველა სოფელს უნდა ჰქონდეს სასმელი წყალი, ამისთვის კი საჭიროა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა.

როგორ შეიძლება ორ მილიონ ლარს ოზურგეთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციასა და კუბოს ფორმის საყვავილეებში ხარჯავდე, ამ დროს კი სოფლებს წყალი არ ჰქონდეთ და უსახლკაროთა ადამიანურ პირობებში ცხოვრების პრობლემა გადაუჭრელი იყოს?! ნამდვილად შემზარავი სურათი დაგხვდა სოფელ მერიაში, სადაც უსახლკარო ადამიანებს ელემენტარული პირობები არ აქვთ“, _ ამბობს გიორგი შარაშიძე.

პარტია “ძლიერი საქართველოს” საარჩევნო შტაბის წევრი მალხაზ ჩხიკვაძე ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნავს, რომ გურიაში წინასაარჩევნო გარემოს მხრივ არაფერი მოულოდნელი და განსაკუთრებული არ არის:

“რაიმე სიახლე და ახალი მეთოდი ჯერ ხელისუფლებას არ შემოუთავაზებია. როგორც ხდება ხოლმე, ხშირია ოპოზიციიდან დანიშნულ კომისიის წევრებთან არც თუ ისე მისაღები და სასიამოვნო გასაუბრება, ჩვეული დაშინება… ჩვენგან დანიშნულმა კომისიის რამდენიმე წევრმა ამის გამო უარი თქვა კომისიაში მუშაობაზე. თუმცა, ეს არც ახალი და არც მოულოდნელია. რაც შეეხება წინასაარჩევნო შეხვედრებს, უფრო კარდაკარის კამპანიას ვატარებთ, როდესაც ყველა გემოვნების ამომრჩეველი გვხდება. ამ გზით ვიცავთ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს ხელისუფლების წარმომადგენლების და მათი გულშემატკივრების მომაბეზრებელი და შემაწუხებელი სტუმრიანობისგან“, _ ამბობს მალხაზ ჩხიკვაძე,

ჩვენს მთავარ კითხვაზე _ კონკრეტულად რა საკითხების მოგვარებას ითხოვს ამომრჩეველი პოლიტიკოსებისგან, მან ვრცელი პასუხი გაგვცა:

“გურიის ამომრჩეველი საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ და მოსაგვარებელ საკითხებიც მკვეთრად არ განსხვავდება სხვა რეგიონის მოქალაქეების პრობლემებისგან. ყველას საერთო სურვილია, იცხოვრონ ძლიერ და მდიდარ სახელმწიფოში, სადაც დაფასებული იქნება ღვაწლმოსილი და ასაკოვანი მოქალაქეები, ახალგაზრდებს კი საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზაციის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები ექნებათ; საშუალო და უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია 1000-ლარიანი პენსია, რაც რეალურია და ჩვენს კოალიციას ამ  დანაპირების შესრულების გეგმა დეტალურად აქვს გაწერილი.

გარდა 1000-ლარიანი პენსიისა, მოსახლეობას არანაკლებად აწუხებს უმუშევრობა, მაღალი პენსია ძალიან კარგია, ამას ყველა ხვდება, მაგრამ მათ ამ პენსიით საკუთარი შვილიშვილებისათვის საჩუქრების ყიდვაც უნდათ და შეწუხებულები არიან იმ არასასურველი პერსპექტივით, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაშია მოსალოდნელი, რასაც შეიძლება ახალგაზრდების ემიგრაციაში მასობრივად წასვლა მოჰყვეს _ რამდენად მძიმეა, როდესაც სხვა ქვეყანაში ეგულებათ შვილი ან შვილიშვილი და წლობით შეიძლება ვერ ნახონ.

ყველას აწუხებს უმუშევრობა, სამუშაო ადგილების სიმცირე, რის გამოც იძულებულები არიან ან დაბალანაზღაურებად სამუშაოს დათანხმდნენ, ან ბედი ისევ ემიგრაციაში სცადონ. იმისთვის, რომ შეჩერდეს საქართველოდან ყოველწლიურად მზარდი ემიგრაცია, სასიცოცხლოდ აუცილებელია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა _ 200 000 ათასი სამუშაო ადგილი, ღირსეული ანაზღაურებით ამ პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული საკმაოდ სერიოზული ნაბიჯი იქნება, ანაკლიის პორტის უმოკლეს ვადაში აშენება იქნება ეს თუ ქუთაისში ფინანსური და ლოჯისტიკური ცენტრის შექმნა. თანაც ქუთაისი საკმაოდ ახლოსაა ჩოხატაურთან….

გარდა ამ საკითხებისა, ჩვენმა მოსახლეობამ საკმაოდ კარგად იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ევროკავშირი რომ ქვეყნის განვითარების სულ სხვა დონის შესაძლებლობაა, ამის ახსნისთვის დიდი დრო არც გვეხარჯება. ხალხი შეწუხებულია მთავრობის ანტიევროპული ქმედებებით, და მშვენივრად ხვდებიან, რომ თუ ევროკავშირისკენ და დასავლური ცივილიზაციისკენ მჭიდრო ურთიერთობით არ განვითარდა ქვეყანა, მაშინ რუსეთის, ამ ბოროტების და სისხლიანი იმპერიის წინაშე, მარტო დავრჩებით. ყველასთვის ნათელია, რომ მხოლოდ ძლიერ მოკავშირეებთან თანამეგობრობით გახდება ჩვენი ქვეყანა ძლიერი, მშვიდობიანი და აყვავებული. მხოლოდ ძლიერი საქართველო შეძლებს მიმზიდველი ქვეყნის აშენებას, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ყველაზე კარგი წინაპირობაა. არავის მოსწონს თავზე ნაცარწაყრილი მთავრობა, რომელიც მზადაა ოკუპანტს ბოდიში მოუხადოს“, _ ამბობს მალხაზ ჩხიკვაძე.

სამოქალაქო აქტივისტი, ოთარ რევიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანებმა განსხვავებული აზრი არ დააფიქსიროს:

“პირველ რიგში, შევაფასებ სახელისუფლებლო პარტიის კამპანიას, რომელიც აწყობილია სიძულვილზე და შიშზე. ამის მაგალითია ის სამარცხვინო პლაკატები, რომლებიც ამ დღეებში ვიხილეთ ქუჩებში. ხელისუფლება ცდილობს კაპიტალიზაცია მოახდინოს მხოლოდ ადამიანის შიშებზე და ამით შეძლონ ხმების მოპოვება _ ოზურგეთში გამართულ შეხვედრებზე თუ ვისაუბრებთ, მათ არც ერთ შეხვედრაზე არც ეკონომიკურ, არც სოციალურ და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით დაპირებები არ გაუციათ.

მოკლედ რომ ვთქვა, წინასაარჩევნო პერიოდი მძიმეა _ ხელისუფლება ცდილობს, გააჩუმოს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და გამოთიშოს საარჩევნო პროცესებიდან. კარგად დავინახეთ, როგორი შეტევა განახორციელეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოზე” და კოალიცია “ჩემი ხმა“-ზე, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოუვიდათ _ მეგობარი ქვეყნების და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების ძალისხმევით ეს საკითხი ამ ეტაპისთვის შეჩერებულია. ასევე, არის თავდასხმები არის ოპოზიციური პარტიების წევრებზე.

რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილს, თუ შევადარებთ სახელისუფლებლო პარტიის აქტივობებს, ოპოზიციური პარტიების აქტივობები, ჯერჯერობით, პასიურია. ალბათ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მეტად გააქტიურდებიან. ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფებს აქვს რაღაცა სახის დაპირებები და კონკრეტული გზავნილებიც და ხედვებიც ღიად დააფიქსირეს. თუმცა, რამდენად მიდის ეს ეს გზავნილები და მათი ხმა ამომრჩევლებამდე, ამაზე პასუხის გაცემა მიჭირს. ისინი არ არიან ისეთი აქტიურები, როგორც მმართველი პარტია. მმართველ პარტიას აქვს დიდი ადმინისტრაციული რესურსი და ამას კარგად იყენებს თავისთვის _ იგი ცდილობს, ყველანაირი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ხელი შეუშალოს“, _ აღნიშნა ოთარ რევიშვილმა ჩვენთან საუბრის დროა.

“გურია ნიუსი” ეტაპობრივად სხვა პარტიების წარმომადგენლების მოსაზრებებსაც შემოგთავაზებთ.

გიორგი გირკელიძე

ავტორი

გიორგი შარაშიძემალხაზ ჩხიკვაძეოთარ რევიშვილი
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“ყალბად მოგონილი აჟიოტაჟია” – მიხეილ სარჯველაძე

17:37; 5 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კობახიძე: ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი

14:23; 5 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“დრო ჩვენთვის კი არა, თქვენთვის აითვალეთ”- კუპრაძე პაპუაშვილს

14:08; 5 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

2026 წლიდან კერძო უნივერსიტეტების პირველკურსელები სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ

18:02; 4 დეკემბერი, 2025

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

ყველა სიახლე

ზაფრანი

სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს

20:40; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

20:35; 5.12.2025
ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025
ფინანსები

SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Room Batumi-ში სტეფანესთან ერთად

20:16; 5.12.2025
საზოგადოება

ხანძარს კაცი ემსხვერპლა

20:09; 5.12.2025
ფინანსები

12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა – საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა

20:07; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა ოზურგეთის მერიის აუდიტის სამსახურის მოქმედი მთავარი სპეციალისტი და ნატანების ყოფილი რწმუნებული დააკავა

18:03; 5.12.2025
პოლიტიკა

“ყალბად მოგონილი აჟიოტაჟია” – მიხეილ სარჯველაძე

17:37; 5.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 6 დეკემბერს

17:24; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა სკოლის დირექტორი დააკავა

17:18; 5.12.2025
ფინანსები

ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

17:06; 5.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა

15:51; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი აუხლოეს დღეებში

15:07; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო