მე არ მიჭირს ხალხთან ურთიერთობა და ყველა კატეგორიის ხალხთან ვითანამშრომლებ, _ განაცხადა გურიის ახალმა გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ, რომელმაც მის მოადგილეებს პირველი დავალება მედიის და დარბაზში მყოფების თანდასწრებით მისცა, რომლის თანახმადაც რეგიონში გასვლები უნდა დაიწყონ.
მან, ასევე, მოუწოდა მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს, რომ 2018 წლის ბიუჯეტი გაიარონ.
_ ჩემი თხოვნა იქნება, რომ ვიყოთ ერთი გუნდი,_ აღნიშნა ნასარაიამ.