https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გურიის გუბერნატორი: “რაც გურიაში ჩამოვედი სულ გაშველებაში ვარ”

9:02; 7.02.2019
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ცენტრში, მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს და  სოფლის განაპირას მდებარე ასფალტ-ბეტონის ქარხნის მუშაობის შეჩერება მოითხოვეს.

„ვითხოვთ სუფთა ჰაერს“, გვაცალეთ ძილი“,  „გვაცალეთ სუნთქვა“, „არავითარი „მოწამვლის დონე“  “, „მდინარე ნატანების ზოლს საწარმოო ზონის სტატუსი არ აქვს“ _ ასეთი იყო ლოზუნგები, რომლებიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ.

შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორის, პედაგოგ ლალი ბასილაშვილის თქმით, თუ ქარხანას სხვა ტერიტორიაზე არ გადაიტანენ აქციები გაგრძელდება.

_ ვითხოვთ, როგორმე ისეთი ადგილი მოუძებნონ და გადაიტანონ, ჩვენ რომ არ დაგვაზიანოს. ჩემი თხოვნაა, გაიზომოს და შემოწმდეს, ჩაუტარდეს ექსპერტიზა თვით ქარხნის მილში. როგორც გავიგეთ, მილს ზემოთ კი არა, შიგ უნდა გაიზომოს და გაისინჯოს.  1600 ლარი სჭირდება ამ ყველაფერს. ეს თანხა ჩვენ არ გვაქვს და გადაიხადონ ან ხელისუფლება დაგვეხმაროს, _ აღნიშნა ბასილაშვილმა.

მისივე თქმით საქმის კეთების წინააღმდეგი არ არის, ქარხანაშიც არაჩვეულებრივი ადამიანები მუშაობენ და მათ მხოლოდ ის უნდათ, რომ ქარხანა სხვა ადგილზე გადაიტანონ.

ანალოგიური მოთხოვნა დააფიქსირეს აქციაზე მყოფმა სხვა ადამიანებმაც:

„მოვითხოვთ, ქარხანამ შეწყვიტოს ფუნქციონირება და გადაიტანონ სხვაგან. მუშაობს დღისით და ღამითაც. ერთი კვირაა, გაჩერებულია. გამონაბოლქვის გამო, მაქვს სულის ხუთვა, თავბრუხვევა. ამის გარდა, ჭებში წყალი დაშრა, რადგან იქვე, მდინარე ნატანებზე, კარიერია და ქვიშას რომ იღებენ, წყალი დაბლა შრეებში იკარგება და იფანტება.  იყო დრო, მდინარე ნატანები ებრაელებმა შეისწავლეს  და თქვეს, რომ ისევე სასარგებლოა,  როგორც ნაბეღლავი.  წყალი რომ ჩამოასხას აქ მთავრობამ, გაცილებით მეტ მოგებას მიიღებს”, _ აღნიშნა სოფელ დვაბზუს მკვიდრმა როზა რუსიეშვილმა.

ამავე სოფელში მცხოვრები ხათუნა ჭაღალიძის მტკიცებით, წყალს გემო შეცვლილი აქვს:

„სუნთქვის უკმარისობა მაქვს და გაწერილი ვარ თბილისში. ბიზნესი ბიზნესია, მაგრამ ხალხმა რა დააშავა. მთელმა ოჯახმა ბრონქების ანთება გადავიტანეთ. ბავშვი თბილისში რომ გავუშვი, ამოისუნთქა. აქედან გამონაბოლქვი მტვრის გამოა ეს“, _ თქვა ჭაღალიძემ, რომელსაც თანასოფლელი, მარგალიტა თავდიშვილიც დაეთანხმა:

„ალერგია გამიჩნდა, ვერ ვსუნთქავ, გვერდები მტკივა. ჭები დაშრა, ხომ უნდა გაიგონ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ხმა?“, _ თავდიშვილის ეს განცხადება კომენტარის გარეშე არ დაუტოვებია ქარხნის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელს ზურაბ ბაღდასაროვს.

„გვერდები თუ აგტკივდა, ექიმს უნდა ეჩვენო ადამიანი. გამოდიან და ყვირიან. ყველას ვიცნობ ხუთიანზე. სიცრუე არ უნდა თქვან. ამ ხნის ხალხია. ჭაში წყალი დაგვიშრაო, რას ამბობენ, ვერ ხვდებიან. აღმართში წამოვიდა, ბატონო, წყალი? გადეიხედე იქით მხარეს, დაღმართია. ანუ აქეთ „მოწიწა“ ქარხანამ? აგერ, ბატონო, ნატანების წყალი, მიედინება ქვევით. წამოვა აღმა, რაც უნდა ეხვეწო? პროფესორები… სულ ასე ყვირიან. ოცი ადამიანი კი არა, ორასს მოვიყვან ახლა დვაბზუდან, ვინც არაფერს ამბობს და თანახმაა, რმ ამ ქარხანამ იმუშაოს.

აქური ხელმძღვანელობა ყველაფერზე ეხმარება ხალხს. ხან გარდაცვლილია სოფელში, ხან ლხინია. გზის მოხრეშვა დასჭირდება თუ ჭიშკართან მისასვლელის შეკეთება, უფასოდ ემსახურებიან. ვის შეუძლია თქვას, რომ აქედან სიკეთის და დახმარების ხელს არ უწვდიან? ჭაში წყალი გაგვიფუჭდაო, ყვირიან. ჭას ამორეცხვა სჭირდება, ბიძიკო, გურიაა აქ, სინესტეა. ჩივიან ყოველდღე, ამათ საჩივრებით არბენინე, მეტი სიამოვნება არ უნდათ.  სამი თვეა, არ უმუშავია ქარხანას. აცდენენ საქმის მკეთებელს” _ თქვა ბაღდასაროვმა.

ერთ-ერთი მუშის, ლევან პაიჭაძის თქმით ასფალტ-ბეტონის ქარხანას არანაირი ზიანი არ მოაქვს ხალხისთვის:

„ არის ადამიანების კატეგორია, რომლებსაც არ უნდათ განვითარება. ყველაფერში ცუდს ეძებენ და მიზეზობენ. იგება გზები, შენდება, ვითარდება ქვეყანა. საიდან გაკეთდეს გზა, თუ ასფალტი არ იქნა, ხრეში არ ამოვიღეთ?“, _ აღნიშნა პაიჭაძემ.

აქციაზე კომპანია „გზამშენი-18-ის“ დირექტორი თემურ ჯახვა. მისი თქმით, ის ხშირად სარგებლობს ქარხნის მომსახურებით და დაზუსტებით შეუძლია თქვას, რომ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება:

„ეს ქარხანა  ულტრათანამედროვეა,  აკმაყოფილებს მსოფლიო სტანდარტს. მოსახლეობისგან მაქსიმალურად დაშორებულია. ორთქლი ამოდის ისეთი, დაახლოებით, ჩაიდან რომ ამოვიდეს. იფილტრება. ეს არის გერმანული წარმოების ქარხანა და თავად გერმანელებმა დადგეს შარშან, სექტემბერში. მათივე დამონტაჟებულია.

1970 წელს აქ იყო ძველი, რუსული წარმოების ქარხანა. მაშინ მართლა იყო მტვერი და კვამლი. რეალობა იყო ასეთი. ახლა ამ აქციაზე ჩემი ტოლი ადამიანებიც ჩანან. მაშინ არ უთქვამთ არაფერი და ახლა რაა საპროტესტო? მდინარეში არაფერი ჩაედინება ისეთი, რომ სიბინძურე გამოიწვიოს. ჭა დაშრაო.. ჭა ჩემთანაც დაშრა, შემოქმედში. ხედავთ, თოვლი არაა, არ წვიმს…“, _ აღნიშნა ჯახვამ.

აქციის მონაწილეებთან ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატებიც მივიდნენ. მარი ჩხიკვიშვილის და როზეტა სკამკოჩაიშვილის თქმით, ისინი „ამ შემთხვევაში ისინი მოსახლეობის გვერდით არიან“.

ოზურგეთის საკრებულოს ლეიბორისტი დეპუტატის დავით მამალაძის განცხადებით, „სადაც ბიზნესინტერესებია,  იქ ხალხი, ეროვნული და სახელმწიფო ინტერესები უკანა პლანზეა გადაწეული“:

„სანამ ბიზნესი გააკონტროლებს როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას, მანამ ხელისუფლების ვიშვიში და უბედურება იქნება _ თქვა მამალაძემ.

 მოგვიანებით აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ  გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია მივიდა. მას შემდეგ, რაც ნასარაიამ შეკრებილ დვაბზუელებს მოუსმინა, აღნიშნა, რომ ქარხანა უახლესი ტექნოლოგიით არის აგებული და მის ხელმძღვანელებს მოუწოდა მოსახლეობისთვის დათვალიერების საშუალება მიეცათ:

„ტექნოლოგია მართლა ახალია. ეს რომ დაზიანებული არ არის, იცით. დაათვალიერებინეთ ამ ხალხს ქარხანა, რეალობაში ნახონ, რომ მართლა თანამედროვე ტექნოლოგიებია“, _ აღნიშნა გუბერნატორმა და აქციის მონაწილეებს ურჩია, რომ  გააკეთონ ერთობლივი წერილი ქარხნის დირექტორის სახელზე და  მოიწვიონ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო:

„თუ თქვენ ფიქრობთ,  რომ სამხარაულის დასკვნაზე უკეთესი სხვა არ არის ჩვენთან და ასეცაა, წავიდეთ ამ გზით, რომ ამ ბიურომ შეამოწმოს. თუ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო იტყვის, რომ არ არის მომწამლავი, მაშინ ქარხანას ხელს ვერ შევუშლით მუშაობაში. შეიძლება ხმაურის გაზომვაც. არის საათები, როცა ხმაური ნაკლებად ვრცელდება. ასევე გაზომვაც სხვადასხვა დროს უნდა მოხდეს, რომ სრული ციკლი დავინახოთ.  ყველანაირად ვეცადოთ, მივიდეთ სიმართლესთან, რა და როგორ სჯობს“ _ თქვა ზურაბ ნასარაიამ.

გურიის გუბერნატორმა მოსახლეობას ისიც სთხოვა, რომ სამართლებრივ ჩარჩოებს არ გასცდნენ და რეალურ დასკვნას დაელოდონ.

გუბერნატორის ამ პოზიციას ლალი ბასილაშვილის ეჭვნარევი რეპლიკა მოჰყვა. აქციის ორგანიზატორმა არ გამორიცხა, რომ ვიღაცა სამხარაული ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საქმეს „ჩააწყობს“ და დასკვნა გაყალბდება.

ბასილაშვილის ამ კომენტარმა ქარხნის დირექტორის, ზაზა ცხოიძის გაღიზიანება გამოიწვია:

„პასუხი ყველანაირი შედეგის შემთხვევაში აქვთ. ჯერ დასკვნა არ არის და უკვე წინასწარ ამბობს, რომ გაყალბებული იქნება. არანაირი გამონაბოლქვი არ არსებობს. თანამშრომლებს არ უკეთიათ პირბადეები აქ, ადგილზე,  ისე მუშაობენ. რაზეა საუბარი. თუმცა, ჩვენ მზად ვართ და თანახმა ვართ, ნებისმიერი მაღალი დონის ექსპერტიზა ჩატარდეს და დადგინდეს სიმართლე“, _ თქვა ცხოიძემ და “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ქარხანა მზადაა ნებისმიერი ექსპერტიზის ჩასატარებლად:

“ეს არის თანამედროვე ტიპის, გერმანული წარმოების ასფალტ-ბეტონის ქარხანა. ჩვენ ხელთ გვაქვს და სამინისტროშიც გავაგზავნეთ გერმანელი ექსპერტების მიერ გაცემული სერთიფიკატი, როგორც გარემოზე ზემოქმედების უსაფრთხოებაზე, ასევე, თანამშრომლებზე. ამ სერთიფიკატებით დასტურდება, რომ ეს ქარხანა ეკოლოგიას და ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. თუმცა, ჩვენ მზად ვართ ჩატარდეს ნებისმიერი სახის მაღალი დონის ექსპერტიზა“, _ გვითხრა ცხოიძემ.

„გურია ნიუსის“ კითხვაზე, თუ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დადებს დასკვნას, რომლის თანახმადაც საწარმოს მუშაობა მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, იქნება თუ არა საკმარისი აქციის მონაწილეებისთვის, ლალი ბასილაშვილმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში სოფლიდან გადასახლება მოუწევთ.

თუმცა, ბასილაშვილს იმედი აქვს რომ ეს ასე არ მოხდება _ მით უმეტეს, რომ მოსახლეობის ნაწილმა უკვე მიმართა სასამართლოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვის გაცემის გამო უჩივის.

აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი _ მას შემდეგ აქცია ექსპერტიზის ჩატარებაზე შეთანხმებით დასრულდა, გურიის გუბერნატორმა ღიმილით ჩაილაპარაკა, რომ  „რაც გურიაში ჩამოვიდა, სულ გაშველებაშია“.

მხარის პირველი პირის ეს რეპლიკა გურულებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ:

 „თუ გამოგდის, კია კაი“, _ მიაძახა გუბერნატორს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

თამარ ჩუგოშვილი: "შეიძლება საერთოდ ჩემი თავიც ვეღარ დავინახო პოლიტიკურ ველში"

’’ოცნების“ დატოვების შესახებ გაკეთებული განცხადება ძალაში რჩება“_ ბექა ნაცვლიშვილი

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:54; 26.02.2026
სამართალი

“160 000 ლარი მიითვისა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ დაეუფლა და ანგარებით გამოიყენა”

16:48; 26.02.2026
სამართალი

მოსამართლემ ლაშა ჩხარტიშვილი 5 დღით პატიმრობაში გაუშვა

16:34; 26.02.2026
საზოგადოება

“აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”

16:19; 26.02.2026
საზოგადოება

ელზა სიმონიშვილი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად, სხვა გადამდებ დაავადებებთან ერთად, ისევ რჩება ტუბერკულოზი

16:03; 26.02.2026
პოლიტიკა

DRI: ახალგორში გადაადგილების საშვების გაცემა მოსახლეობას მძიმე არჩევანის წინაშე აყენებს

15:10; 26.02.2026
ზაფრანი

ოჯახური სიმყუდროვის მოყვარული ზოდიაქოს ნიშნები

14:53; 26.02.2026
ზაფრანი

ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი მამაკაცები

14:46; 26.02.2026
კულტურა

ვინ დააჯილდოვა ყაველაშვილმა ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით

14:35; 26.02.2026
ზაფრანი

ურთიერთობაში ყველაზე მძიმე ცოლები

14:33; 26.02.2026
ზაფრანი

ვინ გაქცევთ თავის გავლენაში

14:19; 26.02.2026
სამართალი

ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები სამხედრო მოსამსახურეები არიან

13:32; 26.02.2026
ფინანსები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:20; 26.02.2026
სპორტი

ჩოხატაურელ იუნკერთა ხსოვნის ტურნირი

12:14; 26.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთელი, სესილი თოდრაძე საერთაშორისო პროგრამის მონაწილე გახდა

11:44; 26.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

10:22; 26.02.2026
0

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო