გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გურიის გუბერნატორმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს, გია სალუქვაძე “გურია ნიუსთან“ არ ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა.
“ვერაფერს გეტყვით. მსგავსი რამ პირველად მესმის, ჩემთან მთავრობის თავმჯდომარეს კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით არ ჰქონია, შესაბამისად, საიდან ვრცელდება ეს ინფორმაცია, ვერაფერს გეტყვით“, _ ამბობს გუბერნატორი.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა თანამდებობას დატოვა. მთავრობაში ცვლილებები შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდებოდეს.