გურია ნიუსის ინფორმაციით, გურიის გუბერნატორის მოადგილემ გიორგი თურმანიძემ თანამდებობა დატოვა.
რა გახდა თურმანიძის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
უკვე ყოფილი მოადგილე, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე ორიოდე თვე იმუშავა, მედიასთან კონტაქტზე არ გამოდის.
გურიის გუბერნატორის მოადგილის პოსტზე დანიშვნამდე თურმანიძე რკინიგზაში, ე.წ. ოდეერად მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ თურმანიძე ერთადერთი კადრი იყო, რომელიც ფოთელმა გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ, რომელსაც რეგიონში ბევრი კონტაქტი არ აქვს, გურიაში ჩამოიყვანა.
ჩვენ შევეცადეთ დეტალები ზურა ნასარაიასთან დაგვეზუსებინა, თუმცა, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა _ გურიის პირველი პირი ზონიდან გასული იყო.