გურიის სახელმწიფო რწმუნებულის, ზურაბ ნასარაიას პირველ მოადგილედ აკაკი შენგელია დაინიშნა.
აკაკი შენგელია წლების განმავლობაში ძალოვან სტრუქტურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ბოლო დროს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარა-გურიის მთავარი სამმართველოს უფროსი.