გურიის გუბერნატორს მერაბ ჭანუყვაძეს ახალი მოადგილე ჰყავს.
ეს თანამდებობა, რომელიც რამდენიმე თვის მანძილზე ვაკანტური იყო არჩილ ყაზაიშვილმა დაიკავა.
აღნიშნული ინფორმაცია “გურია ნიუსთან” მერაბ ჭანუყვაძემ დაადასტურა.
არჩილ ყაზაიშვილი პროფესიით იურისტია. თბილისის საბაზრო ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი მას წითელ დიპლომზე აქვს დამთავრებული.
1999-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და იყო ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის გურიის რეგიონალური სამსახურის მრჩეველი.
2003-2005 წლებში იუსტიციის სამინისტროს გურიის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა;
2005-2007 წლებში გურიის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურის უფროსი გახლდათ;
2007-2014 წლებში გურიის გუბერნიის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იყო; 2014 წელს, 7 თვის განმავლობაში გურიის გუბერნიის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის ასრულებდა.
2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე იყო.
2017 წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით ასრულებდა გამგებლის მოვალეობას.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
არის რამდენიმე ნაშრომის ავტორი.