გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა.
_ ჩემო მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა! ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი, წარმომეჩინა ჩემთვის განსაკუთრებული მხარე! მინდა, მადლობა გადავუხადო მოსახლეობას და ჩემს გუნდს, თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩემთვის. ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის და ჩემი ქვეყნის სამსახურში!_ წერს ჭანუყვაძე სოციალურ ქსელში.