გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მოადგილეებთან, ოზურგეთის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე იმიტირებულ კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა.
,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს იმიტირებული კენჭისყრა, რომლის მიზანიც არის მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირებულობა საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები შეცვლილი ვერიფიკაციისა და ხმის მიცემის ტექნოლოგიური პროცესით გაიმართება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველი მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ხმის მიცემის ახალი წესის შესახებ, რათა არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდეს,“– აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
|
Developed By Web Features 2024 © All rights reserved