Developed By Web Features 2024 © All rights reserved
გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპულთა გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს და მათ .
“11 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან, ეს დღე არის ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ დავკარგეთ გმირი ჯარისკაცები, რომლებიც თავგანწირვით იცავდნენ სამშობლოს. რუსულ აგრესიას გურიიდან ცხრა ჯარისკაცი შეეწირა, ნათელი ხსოვნა ჩვენს გმირებს“, _ აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ.
მემორიალთან საქართველოს შეიარაღებული ძალების ის სამხედროებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც აგვისტოს ომის დროს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება მიიღეს. ომში დაღუპულთა ოჯახებს სამივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ფულადი დახმარება გაუწია. (R)
Developed By Web Features 2024 © All rights reserved