შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის, უკანონო შეძენა-შენახვა, დამზადების ბრალდებით 2 პირი დააკავეს, _ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულები არიან 1978 წელს დაბადებული დ.ხ. და წარსულში ნასამართლევი 1980 წელს დაბადებული თ.ხ.