შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა ბედოიძემ გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა.
გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად, პოლიციის პოლკოვნიკი დავით კოდელაშვილი დაინიშნა.
დავით კოდელაშვილს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
შალვა ბედოიძემ თანამშრომლებთან შეხვედრისას, უწყების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ შესაბამისი დავალებები მისცა.


































































