გურიის რეგიონში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს სამედიცინო ეტლები გადასცეს.
ეტლები ბენეფიციარებს გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ორგანიზაციას „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მხარდაჭერისთვის, რომელთანაც წლებია, ვთანამშრომლობთ. ისინი არა მარტო ეტლების, არამედ სხვადასხვა სოციალური ტიპის დახმარებას უწევენ ჩვენს რეგიონში მცხოვრებ ბენეფიციარებს. აღნიშნული დახმარება ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურში მცხოვრებ 43 ბენეფიციარს გაეწია. ასოციაციამ დღემდე გურიის რეგიონში 600-ზე მეტი ეტლი დაარიგა”,– განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. (R)