ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 30 ივნისს, გურიის რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებს და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ. კარდიოლოგიური პროფილის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმები ჩაატარებენ (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრაფიული, ლაბორატორიული კვლევები, გულის ექოსკოპია). ექიმები პაციენტებს ოზურგეთში, შპს „სააქიმო სამედიცინო ცენტრში” (ჩოხატაურის ქუჩა N20) 10:00 საათიდან მიიღებენ. (R)
Developed By Web Features 2024 © All rights reserved