შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო – სამაშველო ძალების დეპარტამენტის გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსად, მერაბ ჭანუყვაძე დაინიშნა. ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ამავე უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მერაბ ჭანუყვაძემ უკვე შეუდგა უწყებაში მუშაობას.
მერაბ ჭანუყვაძე 2013-2014 წლებში იკავებდა გურიის გუბერნატორის პირველი მოადგილის პოზიციას. 2014-2017 წლებში გახლდათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, 2017-2018 წელს კი, გუბერნატორის თანამდებობა. ის ასევე ბოლო პერიოდში იყო “ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე.
[sexy_author_bio]