გურიის ტურისტულ ზონაში, გასულ კვირაში დაიწყო და დღესაც გრძელდება, სურსათის ეროვნული სააგენტო მიერ, კვების ობიექტების შემოწმება.
„გურია ნიუსის“ მოპოვებული ინფორმაციით, ამ წუთამდე საკურორტო ზონაში 30 სხვადასხვა ობიექტი დაჯარიმდა, 15 კი დაიკეტა. შემოწმება კვლავ გრძელდება.
სეს-ის რეგიონულ სამსახურში „გურია ნიუსს“ აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურეს.
კითხვაზე, თუ გამოსწორდა დარღვევები და დაკეტილი ობიექტები გაიხსნება თუ არა, გვიპასუხეს, რომ ზოგი მალე გაიხსნება.
_ შედარებით უმნიშვნელო ნაკლოვანებები რომელ ობიექტებზეც იყო და გამოსწორება მოახერხეს. ამ ობიექტების მეპატრონეებმა უკვე მოგვმართეს თხოვნით, გახსნის შესახებ და ეს ასეც იქნება. კვების ობიექტების შემოწმება კი კვლავ გრძელდება, _ გვითხრეს რეგიონულ სამსახურში.