https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

    ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

    ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გურიის ვარძია” _ ადგილი, სადაც ადამიანი გამუდმებით უფლის გვერდითაა

6:01; 31.01.2019
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

უდაბნოს მონასტერი მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუაგანახლების ჩრდილოეთით, გურიის სერის სამხრეთ ციცაბო კალთაზე, ამაღლების მთის ფერდობზე.

უდაბნო დაუსახლებელ, უშენ ადგილს ნიშნავს. მეუდაბნოეობა ბერ-მონაზვნობის ის სახე იყო, როდესაც განდეგილი განმარტოებულ ცხოვრებას ეწეოდა. საბოლოოდ მეუდაბნოეობა სამონასტრო წესად შეიცვალა.

უდაბნოს მონასტერი ერთ-ერთი უძველესია გურიაში, თუმცა ზუსტად დათარიღებული არ არის. დიმიტრი ბაქრაძის ცნობით უდაბნოს მონასტრის დამაარსებელი არის იოსებ ტუსკია, რომელიც XVIII საუკუნეში იყო უდაბნოს წინამძღვარი.

სინამდვილეში მონასტერი უფრო ადრინდელი უნდა იყოს. ზოგი მეცნიერი მას VI საუკუნის ძეგლად მიიჩნევს, მაგრამ ამ ეპოქის სხვა ძეგლი გურიაში გარდა ვაშნარისა და პეტრასი არ მოიპოვება. დათარიღებას ართულებს ის ფაქტი, რომ მონასტერი მრავალჯერ გადაუკეთებიათ, ხოლო აღდგენის დროს სამშენებლოდ ძველი ნანგრევი გამოუყენებიათ.

 სამონასტრო კომპლექსი მოიცავდა ორ ეკლესიას და კლდეში ნაკვეთ სენაკებს ბერთათვის.

მონასტრის ერთი ეკლესია კლდეშია გამოკვეთილი. მისი აგების თარიღი უცნობია. არქიტექტურული მონაცემების მიხედვით ეკლესია მე-6 საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნება. შესასვლელის თავზე ნახევრად წრიულ ორნამენტში ჩასმულია ჯვარი. ორივე მხარეს ქვის საჯდომებია მოწყობილი. საკურთხეველი ქვისაა. აფსიდისა და სამხრეთის მხარე მასიური კლდეა, მშენებლებს მხოლოდ დასავლეთისა და ჩრდილოეთ კედლის ნახევარ აუგიათ. ნაგებია კარგად გათლილი, ღია ფერის კვადრებით და შემკულია რელიეფური გამოსახულებებით.

ამის გარდა მთაგრეხილის ქვედა ნაწილში კიდევ ოთხი გამოქვაბულია, რომელთაც ერთი მხრიდან ხელოვნურად აქვთ მიცემული აფსიდის ფორმა და სავარაუდოდ სალოცავის მოვალეობას ასრულებდა. კლდეში გამოკვეთილი ეკლესიისა და სენაკების გამო უდაბნოს გურიის ვარძიას უწოდებდნენ. ქვაბულებში მოსაგრე დაყუდებულ მამებს ადგილობრივი მოსახლეობა „მწოლელა“, „ჩოქელა“ და „მდგომელა“ ბერებად მოიხსენიებდა. 

ფერდობის ზედა ნაწილში, მღვიმე ეკლესიიდან 200 მეტრის დაშორებით მდებარეობდა მეორე ეკლესია. ეს იყო თლილი ქვისგან ნაგები, უგუმბათო, ვრცელი, დარბაზული ტიპის ნაგებობა ღრმა ნახევარწრიული შვერილი აფსიდით. ნაგები იყო კარგად დამუშავებული მოყვითალო ფერის კვადრებით. წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესია აუგიათ 1858 წელს წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელზე, არქიმანდრიტ გაბრიელ ტუსკიას წინამძღვრობის დროს შემდგომში გურიის ეპისკოპოსი).

ეკლესია დაანგრია ადგილობრივმა ხელისუფლებამ 1958 წელს სამშენებლო მასალების მოპოვების საბაბით. ნგრევას გადარჩა აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლები, იქვე იყო მოგროვებული მონგრეული ქვების ნაწილი. 2006 წელს, ახალი ეკლესიის აშენების საბაბით მოხდა შემორჩენილი კედლების დემონტაჟი, აშენდა ახალი ეკლესია, ხოლო ძველი ქვებით მოეწყო საყრდენი კედელი.

 უდაბნოს მონასტერი ცნობილი იყო საგანმანათლებლო მოღვაწეობით. აქ სწავლობდნენ საღვთო სჯულს, ფილოსოფიას, ენებს, გალობას, კალიგრაფიას, მხატვრობას და სხვა. დიმიტრი ბაქრაძეს უდაბნოს სავანეში უნახავს ათამდე ბიჭი, რომლებიც წერა-კითხვას ეუფლებოდნენ. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი კალიგრაფები, მათ შორის მონასტრის წინამძღვარი იოსებ ტუსკია, რომელსაც შემოქმედის გულანი გადაუწერია.

ხელნაწერებს უდაბნოს წიგნთსაცავში ინახავდნენ. მონასტერს ჰქონდა მდიდარი წიგნსაცავი, სადაც ძველი ქართული ხელნაწერები ინახებოდა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია „უდაბნოს მრავალთავი”, რომელიც არ ჩამოუვარდება უძველეს ქართულ ხელნაწერს – 864 წელს გადაწერილ სინურ მრავალთავს. „უდაბნოს მრავალთავი“ 1920 წელს აკაკი შანიძემ აღმოაჩინა. პალეოგრაფიული და ენობრივი ნიშნების მიხედვით ის IX საუკუნეს მიეკუთვნება. იგი XVI საუკუნეში ჩამოუტანია ნიკოლოზ ჯუმათელს კლარჯეთის მონასტრების მოლოცვის შემდგომ. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მრავალთავი შესაძლოა ადგილზე იყოს გადაწერილი.

უდაბნოს, ასევე, გააჩნდა ნაბეჭდი წიგნების მნიშვნელოვანი ფონდი. ეს წიგნები სხვადასხვა დროს შეუწირავთ იმერეთის მეფეებს, დედოფლებს, კათოლიკოსებს და სხვებს. აქვე ინახებოდა ძველთაძველი, მდიდრულად შემკული ბაქარისეული ბიბლია (1743 წ.). იგი ოქროთი მოვარაყებულ ხავერდის ყდაშია ჩასმული და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. დიმიტრი ბაქრაძემ უდაბნოს მონასტერში აღმოაჩინა უდაბნოს 29 გუჯარის კრებული. მასში ჩამოთვლილია გურიელების, ერისთავებისა და სხვა სამღვდელოთა თუ ერისკაცთა შემოწირულობანი უდაბნოსადმი, მათ შორის მნიშვნელოვანი დოკუმენტია XVII საუკუნის „ანაწერი და ანდერძი გურიის უდაბნოს მამისა იოსებისა“, სადაც აღწერილია უდაბნოს მონასტრის ქონება.

1989 წელს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ თბილისში საეკლესიო მუზეუმისთვის უდაბნოს მონასტრიდან ჩაიტანეს მრავალი საეკლესიო ნივთი, მათ შორის გამოირჩეოდა ბრწყინვალე ოსტატობით ნაქარგი სამღვდელმთავრო შესამოსლები.

1958 წელს ეკლესიის დანგრევის შემდეგ განადგურდა მონასტრის სიძველეები: ხელნაწერები, წიგნები, ხატები. გადარჩა მხოლოდ წმ. იოანე ნათლისმცემლის ვერცხლით მოჭედილი ხატი.

 1846-1921 წლებში სავანეში მოღვაწეობდნენ წინამძღვრები: არქიმანდრიტი გაბრიელი (ტუსკია) _ 1846-1856 წწ. (შემდგომში გურიის ეპისკოპოსი); არქიმანდრიტი თომა _ 1857-1885 წწ; არქიმანდრიტი გერასიმე _ 1886-1900 წწ; არქიმანდრიტი არსენი _ 1901-1921 წწ.

 ამჟამად, მონასტერს, არქიმანდრიტი მარკოზი (გურგენიძე) ხელმძღვანელობს, რომელიც მიიჩნევს, რომ “ბერობა არ არის თვითმიზანი, მონაზვნობა ღვთაებრივი ცხოვრების წესია”:

“მონასტერი განსაკუთრებული ბრძოლის ველია. მონასტერში წასვლის სურვილი უჩნდება მას, ვისაც სულიერი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს. მონასტერში ადამიანი გამუდმებით უფლის გვერდითაა. მე აღარ მაკმაყოფილებდა მხოლოდ შაბათ-კვირას ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე სიარული. მინდოდა მუდამ ღვთის სახლში ვყოფილიყავი და უფლის სიტყვა გამეგო. უფალთან მიახლება არის მიახლება განძთან. ამით ადამიანის სული ძალიან დიდი წყალობით ივსება და მდიდრდება. 

მატერიალური გასამრჯელო ვერ შეედრება იმას, რასაც უფალი გპირდება. “უფროის ოქროისა და ანთრაკისა”, – ბრძანებს მაცხოვარი. ამქვეყნიური სიმდიდრეები გამოხატულია ოქროთი და ანთრაკით, რის გამოც ადამიანები იხიბლებიან. 

მონაზვნობა ამქვეყნიური განგებით ცხოვრების წესი კი არა, ღვთაებრივი ცხოვრების წესია, რომელიც უფალმა დაგვიდგინა. ბევრი ადამიანი ვერც კი უგებს ამგვარი ცხოვრების წესს. მეტიც – უკვირთ, თუ რატომ არ ქმნიან ადამიანები ოჯახებს და რატომ მიდიან მონასტერში. 

როცა ადამიანს ცხოვრებისეული მიზანი აქვს, ის ბევრ რამეს თმობს… სასუფეველში მოხვედრა კი ყველაზე დიდი მიზანია და “სასუფეველი თქვენშია”, – ბრძანებს უფალი, ღმერთთან ყოფნაშია სასუფეველი.

მონაზვნობა სრულყოფილების ძიებაა. სახარებაში ლაპარაკია უფლისა და მდიდარი ჭაბუკის საუბარზე. ჭაბუკი უფალს ეკითხება, – რა გააკეთოს ცათა სასუფევლის დასამკვიდრებლად. უფალი ბრძანებს: “იცხოვრე მცნებების დაცვით”. ჭაბუკი პასუხობს: ამ მცნებებს სიყრმიდანვე ვიცავდიო. უფალს შეუყვარდა ჭაბუკი და შესთავაზა – თუ გინდა იყო სრულყოფილი, დატოვე ყველაფერი და მე შემომიდექიო. მონაზვნობა შესთავაზა. მონაზვნობა არ არის ერთადერთი გზა ცხონებისა. მონაზვნობას სრულყოფილებამდე აჰყავს ადამიანი. რა თქმა უნდა, ყველაფერი დიდი გარჯით მოდის. საკუთარ თავთან ჭიდილის შედეგად იძენ მონაზვნურ სულს. 

ხშირია ბერმონაზვნური ცხოვრების დროს სულიერი ბრძოლა. თუნდაც წუთისოფლის არდათმობის, ეჭვის, სიძულვილის, ვნების, ზოგჯერ უდარდელობაც კი შეიძლება შემოგეპაროს, მაგრამ “სახელითა უფლისათა ვერეოდით მათ”. ამიტომაც მონაზვნად აღკვეცის დროს, ლოცვის კანონთან ერთად, მას ეძლევა სულიერი იარაღი – სკვნილი, ბერის ცხოვრების წესი ლოცვაა. 

ლოცვა – უფალთან საუბარი და კავშირია. მონაზონი ყოველთვის უნდა ცდილობდეს საკუთარი აზრების მხილებას, საკუთარი თავის მიმართ უნდობლობით უნდა განიმსჭვალოს და არ უნდა შეიქმნას განსაკუთრებული წარმოდგენა ყველაფრის ცოდნის გამო”, _ ამბობს მამა მარკოზი  ჟურნალ “კარიბჭისთვის” მიცემულ ინტერვიუში.  

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026
ისტორია

გურული ისტორიები

10:27; 18 დეკემბერი, 2025
ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025

ბათუმის მერია ოზურგეთს სამ ძველ ავტობუსს აძლევს

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები - ფრაქცია "ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ტელეკომპანია “იმედი” და “რუსთავი 2” პოლიტიკურ დებატებს იწყებენ

23:13; 1.02.2026
სამართალი

რა სასჯელი შეუფარდა მოსამართლემ პოლიციელის ცემის გამო დაკავებულ ორ პირს

23:05; 1.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “სიამოვნებით დავჯდებოდი დებატებში იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ”

20:38; 1.02.2026
სპორტი

სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

20:09; 1.02.2026
საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად კაცი გარდაიცვალა

18:48; 1.02.2026
პოლიტიკა

სტუდენტების ნაწილი ირაკლი კობახიძესთან დებატებისთვის მზაობას გამოთქვამს

18:44; 1.02.2026
მსოფლიო

ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

17:35; 1.02.2026
მსოფლიო

ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

17:16; 1.02.2026
საზოგადოება

“მიწის მასის ჩამოსვლის გამო მოძრაობა იკრძალება”

16:51; 1.02.2026
ზაფრანი

2 თებერვალს “თოვლის მთვარეა”- რისი გაკეთება არ არის ამ დღეს რეკომენდებული

16:45; 1.02.2026
პოლიტიკა

“განათლების კონცეფცია, რომელიც დამტკიცდა, მიზნად ისახავს”- გივი მიქანაძე

16:33; 1.02.2026
მსოფლიო

ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

16:21; 1.02.2026
მსოფლიო

ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

16:00; 1.02.2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1.02.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო