გურჯაანის სასამართლომ 6 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებული გაამართლა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილის განჩინებით, საქმეში მხოლოდ ორი არასრულწლვანის ჩვენება არსებობდა, რის გამოც მან აღნიშნული ჩვენებები მტკიცებულებად არ მიიჩნია და სექსუალური შევიწროვების საქმეზე ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო.
განაჩენის გამოცხადებას ბავშვის ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა, თუმცა ვითარება პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.
ბავშვის ოჯახის წევრების მტკიცებით, არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელიც არასრულწლოვანზე ნათესავის მიერ გაუპატიურების მცდელობა იკვეთება, ამიტომ ისინი ბრალდებულის დასჯას კანონის სრული სიმკაცრით ითხოვენ.
შემთხვევა გასულ წელს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში 6 წლის ბავშვის მიმართ გაყვნილი ქმედებისთვის გასული წლის ივლისში ბავშვის პაპის ძმა დააკავეს.
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა იმის გამო, რომ 9 თვის ვადაში განაჩენი არ დადგა და საქმის სირთულიდან გამომდინარე პროცესი კორონავირუსის პანდემიის გამო გახანგრძლივდა, კანონმდებლობის თანახმად, 58 წლის მამაკაცი 10 გაათავისუფლეს, თუმცა ბრალი დღემდე არ ჰქონდა მოხსნილი და სხდომები დისტანციური რეჟიმით გრძელდებოდა.
წყარო: “კახეთის ხმა”