აჭარის დედაქალაქმა აღმოსავლური ორთაბრძოლების საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, სადაც მონაწილეობას ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელებიც იღებდნენ.
ჯამში ბათუმის ტურნირიდან ჩვენებურებმა 12 მედალი წამოიღეს. ტურნირის ჩემპიონის ტიტული და ბათუმის მერიის თასი ოთხ ლანჩხუთელ სპორტსმენს (გუგა ივანაშვილს, თორნიკე პოლოიანს, დათო დუმბაძეს, ანრი ჩხარტიშვილს) ერგო. მეორე ადგილსა და შესაბამისად ვერცხლის მედლებს დასჯერდა სამი ლანჩხუთელი კარატისტი (ლაშა ჩხაიძე, ნიკა დარჩია და გიორგი ზენაიშვილი), ხოლო ბრინჯაოს მედალი ხუთმა ჩვენებურმა სპორტსმენმა (ლუკა დუმბაძემ, გიორგი მამინაიშვილმა, მერაბ ლომაძემ, ლუკა ლომაძემ და ლუკა ვანაძემ) მიითვალა საკუთარ აქტივში.