დღეს, 5 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისსოფელ ბუკნარში მცხოვრები ვალერიან ლომთათიძე ასი წლის გახდა.
გურული ბაბუ 1920 წლის 5 მაისს არის დაბადებული. იგი დიდი სამამულო ომის ვეტერანია.
ბატონი ვალერიანი მხნედ და ხალისიანად გამოიყურება. მუშაობს ყანასა და ბოსტანში. უყვარს სიცოცხლე და სიცოცხლეზე მეტად სამი შვილი, ექვსი შვილიშვილი და ამდენივე შვილთაშვილი.
_ ჩვენი დიდი ბაბუ ასი წლისაა და ძალიან გვიხარია. ვახ, რა იუბილე ჩაგვიშალა კორონამ. მაგრამ სახლში, ჩვენ მაინც აღვნიშნეთ და მოვეფერეთ. იცით, იმღერა კიდეც, _ გვითხრეს შვილთაშვილებმა დავით და ნიკოლოზ ლომთათიძეებმა.
„გურია ნიუსი“ ულოცავს ვალერიან ლომთათიძეს ასი წლის იუბილეს და კვლავ ჯანმრთელ, ბედნიერ სიცოცხლეს ვუსურვებთ.