დღეს, ბორის პაიჭაძის სახელობის ჩოხატაურის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე- 3 ლიგის კალენდარული შეხვედრა გაიმართა, _ ინფორმაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“გურული დერბი ,,ბახმაროს,, გამარჯვებით დასრულდა.
დღეს, ბორის პაიჭაძის სახელობის ჩოხატაურის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე- 3 ლიგის კალენდარული შეხვედრა გაიმართა. ჩოხატაურის ,,ბახმარომ,, ლანჩხუთის ,,გურია” დაძაბულ ბრძოლაში 1: 0 დაამარცხა.
ვულოცავ ჩოხატაურის ,,ბახმაროს” გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ”, _ წერს დავით შარაშიძე.