ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს გურული დღიურების ფონდი დათა პაპას სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას მწერალი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ავრცელებს.
„ბევრი ვიფიქრეთ, რა გაგვეკეთებინა ამ დიდი კაცი ხსოვნის პატივსაცემად და მცირე მოვიფიქრეთ. #გურულიდღიურებისფონდი დათა პაპას სტიპენდიას დააწესებს და მას ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს დაუნიშნავს პერიოდულად“,_ წერს კეკელიძე.