ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლე მაია პატარაია გურული დღიურების სტიპენდიატია გურული დღიურების ფონდის მიერ გამოვლენილ მორიგ ორ სტიპენდიატს შორის ერთ-ერთი ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლე მაია პატარაიაა. მაიასთან ერთად სტიპენდიის მფობელი გახდა ახალციხელი მოსწავლე ზურაბ ბოჭორიშვილი. ისინი ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებენ.
`„ბევრი არ არის, მაგრამ ჩვენს დროში, მგონი, შემჩნევაც საქმეა და ამ ბავშვების სახეები სულ მემახსოვრება. ერთმა შემომწირველმა ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ხოლო მეორე ხატია ღვამბერიაა. გამოფენაზე საქველმოქმედო მიზნით ჩემი წიგნებიც გაიყიდა და ქეთი სიჭინავას ნახატები გამოიფინა“, _ წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
„გურული დღიურების“ ფონდი 2017 წელს ჩამოყალიბდა და ფონდში შესული შემოწირულობების საშუალებით მოსაწავლეებისთვის სტიპენდიას გასცემს.