გურიის სამაშველო სამსახურის მეხანძრე-მაშველი, გიორგი კვაჭანტირაძე შსს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მამაცობისთვის მედლით დააჯილდოვა.
_ გასულ წელს, ურეკში, ზღვაზე, დაუდევრობით მრავალი სარისკო ნაბიჯის გადადგმა გვიხდებოდა. მე და ჩემი მეგობრები უკან არასდროს ვიხევდით და ასე იქნება მომავალშიც. ამჯერად დამაჯილდოვეს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის. იყო ასეთი ფაქტი – ერთ საათში ოთხი ადამიანის სოცოცხლე ვიხსენი. ეს ჯილდო ჩემთვის პატივია, მომავალშიც ვიდგე ყველაზე ძვირფასის – ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე, _ გვითხრა გიორგი კვაჭანტირაძემ.
„გურია ნიუსი“ ულოცავს მამაც მაშველს საპატიო ჯილდოს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.