გასულ შაბათ-კვირას ქვეყნის დედაქალაქმა საერთაშორისო ტურნირს _ “OPEN TBILISI” _ უმასპინძლა, სადაც გურიის გუნდიც იყო წარმოდგენილი მწვრთნელების: მერაბ თურქიას, შოთა ღლონტის, მანუჩარ ჩხაიძისა და ლაშა ბერიძის ხელმძღვანელობით.
თბილისური ტურნირიდან გურულმა კარატისტებმა საერთო მონაგარში 17 მედალი მიითვალეს _ ხუთი ოქრო, ექვსი ვერცხლი და ექვსიც ბრინჯაო.
გურულ სპორტსმენთაგან პირველი ადგილისა და შესაბამისად, ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ: ლუკა ვანაძე, ლუკა ლომაძე, ლიზი თურქია, მარიამ და ია ღლონტები. მერე საპრიზო ადგილსა და ვერცხლს დასჯერდნენ _ ლაშა კოსტავა, გიორგი ზენაიშვილი, ნიკა თადუმაძე, იური ევგენიძე, ნინი შაინიძე და ხატია გოგელია, ხოლო ბექა კოსტავამ, ლუკა აბუსერიძემ, ანრი ჩხატარაშვილმა, ზურა ლომაძემ, ბათა დუმბაძემ და გიორგი მამინაიშვილმა ბრინჯაო მიითვალეს საკუთარ აქტივში.