თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა „ვაინ-ექსპო ჯორჯია“ გაიმართა. ღონისძიებაში 8 ქვეყნის 200 კომპანია მონაწილეობდა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს და გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯიას“ მხარდაჭერით ჩატარდა.
გამოფენის ფარგლებში საკუთარ სტენდებს წარადგენენ ოჯახური მარნები, საშუალო და მსხვილი საწარმოები, ბიოდინამიური და ქვევრის ღვინის მწარმოებლები, ასევე მოეწყო ახალი მცირე მარნების ექსპოზიცია.
როგორც „გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, გამოფენაში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან „Vineyard Dolidze •მევენახეობა დოლიძე“, ხოლო ოზურგეთიდან Nodos wine მონაწილეობდნენ.
კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ როგორც ქართველი და ასევე, უცხოელები.
ორი ოქროს მედალი მოიპოვა „მევენახობა დოლიძის“ წარმომადგენლებმა (კრახუნა 2023 – თეთრი მშრალი; ცოლიკაური 2023-თეთრი მშრალი).
ორი ვერცხლის მედალი დაიმსახურა Nodos wine-მ (ცოლიკაური 2023 -თეთრი მშრალი, ალადასტური 2023-წითელი ქვევრი).
Nodos wine არის მცირე საოჯახო მარანი გურიიდან, ოზურგეთიდან, რომელიც 2019 წლიდან აწარმოებს გურული და სხვა ქართული ვაზის ჯიშებიდან, როგორც ქვევრის ისე კლასიკური სტილის ღვინოებს (ჩხავერი,ალადასტური,ცოლიკაური,საფერავი).
კომპანია Vineyard Dolidze ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ამაღლებაში მდებარეობს. მისი მიზანია ენდემური გურული ვაზის ჯიშების პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება.
ავტორი