დღეს, ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატი იწყება 23-წლამდელთა შორის.
ხალიჩები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ.
საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა საერთო გუნდურ ჩათვლაში. შარშანდელი შემადგენლობიდან წლეულს კვლავ ჩაერთვებიან კონკურენციაში ევროპის მოქმედი ჩემპიონები:
გიორგი შოთაძე, დიეგო ჩხიკვაძე და გიორგი ჩხიკვაძე და ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი ცოფურაშვილი.
საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა :
55 კგ – გიორგი თოხაძე.
60 კგ – დიმიტრი ხაჩიძე.
63 კგ – გიორგი შოთაძე.
67 კგ – დიეგო ჩხიკვაძე.
72 კგ – გიორგი ჩხიკვაძე.
77 კგ – ხვიჩა ანანიძე.
82 კგ – საბა მამალაძე.
87 კგ – აჩიკო ბოლქვაძე.
97 კგ – ლაშა ტვილდიანი.
130 კგ – გიორგი ცოფურაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: სოსო ჯაბიძე.
მწვრთნელები: სერგო ნინუა, ზაზა ჯიბლაძე, მიხეილ მელუა.
ექიმ-რეაბილიტოლოგები: ლაშა ღონღაძე, ალექსი ბუზალაძე.
გურიიდან ევროპის ჩემპიონატში სამი მოჭიდავე: გიორგი თოხაძე, საბა მამალაძე და გიორგი შოთაძე იღებს მონაწილეობას.