თენგო ლომთათიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღდადში (ცხემლისხიდის თემი) , თავისი ეზოს ჭიშკართან ასეთი თოვლის ბაბუა დადგა.
_ ამ დილით გამოვიარე და ის-ის იყო დაასრულა მუშაობა. მითხრა, გურული თოვლის ბაბუა ზუსტად ასეთი უნდა იყოს, პაწე ყაძახს უნდა ჰგავდეს და ცოტათი კიდე ფირალსო, _ გვითხრა ვაკიჯვრელმა ბაჩანა ნიჟარაძემ, რომელმაც საკუთარ ფეისბუქგვერდზე თენგო ლომთათიძის და მისივე თოვლით „ნაქანდაკები“ გურული ბაბუას ფოტო გამოაქვეყნა.