გუშინ, ჩოხატაურში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ჩოხატაურის საფეხბურთო კლუბმა “ბახმარომ” საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3/4-ის მეოცე ტურში თბილისის “მერანი 2”-ს უმასპინძლა.
მატჩის პირველი ნახევარი უშედეგოდ დამთავრდა, თუმცა, მეორე ტაიმში “ბახმარომ” ორი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს _ 57-ე წუთზე ნიკოლოზ გაბაძემ ანგარიში გახსნა, 85-ე წუთზე კი ბექა კოროშინაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა _ 2:0.
მე-20 ტურის შემდეგ “ბახმარო” 24 ქულით მე-10 ადგილზეა.